რეზონანსი
28.10.2017

 (რეზონანსი) ,,ქართული მარში" მორიგ აქციას აანონსებს. ამჯერად, მათი საპროტესტო ობიექტი ფეხბურთის ფედერაცია იქნება.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი Stonewall-ის თანასწორობის კამპანიაში მონაწილეობის გამო გურამ კაშიას ქმედებას აპროტესტებენ.

"საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ჰომოსექსუალების დროშიანი სამკლაურით გამოვიდა მინდორზე,ამითი მან სულში ჩააფურთხა ათასობით გულშემატკივარს,ქართველ ერს,წავიდა ეკლესიის და ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ.ეს არის გამოუცხადებელი ომის დაწყება ქართველობის წინააღმდეგ.ჰომოსექსუალები და გამყიდველი ქართველები შეტევაზე გადმოვიდნენ.შეტევას შეტევით უნდა ვუპასუხოთ,ყველამ უნდა დაინახოს,რომ ჩვენი მორალურ-ზნეობრივი პრინციპების და ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ ბრძოლას არავის ვაპატიებთ.დადგა დრო მოღალატეებს თავისი ადგილი მივუჩინოთ.ქართული მარშის ახალგაზრდული ფრთა სამშაბათს 20 საათზე იწყებს ფეხბურთის ფედერაციიდან,ფედერაციიდან რომელმაც პასუხი უნდა აგოს ჰომოსესუალიზმის და გარყვნილების პროპაგანდის გამო"- წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×