რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანი) აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს. ობამა ილინოისის შტატის კუკის ოლქში მსაჯულად მიიწვიეს.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულად გახდომისთვის აუცილებელი პირობაა ქონების ფლობა იმ შტატში, სადაც პროცესი უნდა გაიმართოს. ობამა კი უძრავ ქონებას ვაშინგტონსა და ჩიკაგოში ფლობს, რაც მას უფლებას აძლევს ამ შტატებში ნაფიცი მსაჯული გახდეს.

ობამას ნაფიც მსაჯულად მომალავ კვირას წარადგენენ. თუმცა, ინფორმაციას ამ დრომდე თავად ბარაკ ობამა არ გამოხმაურებია.

აღსანიშნავია, რომ ობამა არ არის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, ვინც ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს. ნაფიც მსაჯულად ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსიც მსახურობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×