რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეროვნულმა ალიანსმა" ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის საქმეზე, პატრულის სამხრე კამერების გადაღებული კადრების გასაჯაროების მოთხოვნით აქცია გამართა.

მათი თქმით, შს მინისტრს - გიორგი მღებრიშვილს ვაჟკაცობა უნდა გამოჩინა, გარდაცვლილის ოჯახთან მისულიყო და ბოდიში მოეხადა.

"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა არის შეწყდეს „კაგებეს" მეთოდების გამოყენება მოქალაქებიის წინააღმდეგ. პავლიაშვილის შემთხვევაში, ორი წუთის გარდაცვლილ ადამიანზე გაავრცელეს კადრები, სადაც საუბრობდნენ, თითქოს გარდაცვლილი აბების მომხმარებელი და ცუდი ადამიანი იყო. რაც შეეხება პატრულის შემთხვევას, თვითონ პატრულის უფლებებსაც არღვევს შსს, რადგან ხელის დაფარება სიტუაციას ართულებს, ყველა პოლიციელის და პატრულის წინააღმდეგ აგრესიას იწვევს. ჩვენ ვითხოვთ პროკურატურისგან, პატრულის სამხრე კამერებით გადაღებული კადრები გასააჯაროს. მე როცა პროკურატურაში დავრეკე, მათ მითხრეს სამ დღეში გასაჯაროვდებაო, საუბარი მქონდა პროკურატურის ცხელ ხაზზე.

"არ ვამბობ, რომ ეს რობაქიძის ან გირგვლიანის მსგავსი საქმეა, თუმცა ჩვენ ამაზე თვალს თუ დავხუჭავთ, იგივე სიტუაციას აუცილებლად მივიღებთ. იქ სხვა საქმე იყო, იქ იყო ძალადობა - აქ არის გაუფრთხილებლობა. შეიძლებოდა მღებრიშვილს გამოეჩინა იმის ვაჟკაცობა, რომ პატრულთან ერთად მისულიყო გარდაცვლილის ოჯახში და ბოდიში მოეხადა. ჩემი ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილე პატრული ძალიან განიცდის მომხდარს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი გაბედავამ.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×