რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს, იმ მიზნით, რომ ჩვენი შვილები აღვზარდოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

„ყოველმა ადამიანმა თავისი გზა და მიზანი უნდა იპოვოს. უნდა იყოს სასუფეველი ცათა, სასუფეველი ღვთისა. ჩვენ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწუმუნე ადამიიანებთან დილის 10:00 საათზე. 12:00 საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. მომავალ შაბათს იქნება დალოცვა ბავშვებისა და საკითხი, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

„ბავშვების აღზრდა ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი არსებობის, ცხოვრების, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს, როგორ გავზარდოთ შვილები ჩვენი. ღმერთმა ინებოს მივაღწიოთ ჩვენს მიზანს",- ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×