რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) გერმანიის ჩრდილოეთს ქარიშხალი „ჰერვერტი" დაატყდა თავს, რის შედეგადაც ქვემო საქსონია, ჰამბურგი, მეკლენბურგი და სხვა რეგიონები დაზარალდა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

სტიქიის გამო მატარებლების მოძრაობა დროებით შეწყდა.

ქარიშხლის გამო ბერლინში დროებით საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებდა. მაშველებმა 100-ზე მეტი გამოძახება მიიღეს. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია შენობა-ნაგებობები.

ქარიშხალმა ჩეხეთსაც გადაუარა, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×