რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დღეს ასპინძაში, ხვილიშას ეკლესიაში ახალქალაქიდან გადააბრძანეს, სადაც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ საკვირაო წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფემ ქეთევან დედოფლის პარაკლისი გადაიხადა.

როგორც მიტროპოლიტმა თეოდორემ განაცხადა, წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 31 ოქტომბერს ადიგენში, ხოლო 1 ნოემბერს ხულოში გადააბრძანებენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×