(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსი" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს განაგრძნობს. აქციის წევრები პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის წევრების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის.
კვირიკაშვილის და მთავრობის გადადგომის გარდა, „პატრიოტთა ალიანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებს.
ისინი ხელისუფლებას ასევე საზოგადოებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ თვეზე მეტია მოშიმშილეთა აქცია მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლებამ მათი პოზიციის მოსმენა არ მოისურვა.
ძალაში რჩება მოთხოვნების ცხრა პუნქტიანი სიაც, რომელიც პოლიტიკურ და ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს ეხება.
„პატრიოტთა ალიანსი" თვეზე მეტია რაც საპროტესტო აქციებს მართავს.