რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 60-ზე მეტი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი" ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით წერს.

სპეცოპერაცია ერზრუმისა და ბურსას პროვინციებში ჩატარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულებს შორის 2 აზერბაიჯანის და 28 სირიის მოქალაქეა. 8 ეჭვმიტანილი კი არასრულწოვანია.

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ თურქეთში ორგანიზებულ თავდასხმებს და ტერაქტებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 319-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×