(რეზონანსი)შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შსს დაინტერესებულია, რათა ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე გაირკვეს სიმართლე. შალვა ხუციშვილის თქმით, კამერების ჩანაწერები არსებობს .
„კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია. პროკურატურას ვიდეოჩანაწერები მივაწოდეთ.პროკურატურას. არ მინახავს, მაგრამ როგორც ვიცი, იქ არის ცუდად გახდომის მომენტი".
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი.