რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინიდან ექსტრადირებისა და საქართველოში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილი ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული .სსკ 182-ე - სხვისი ქონების მითვისება, დაუფლება და გაფლანგვა, სსკ 333-ე და 332-ეს მეორე ნაწილი, მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს 2014 წელს შეეფარდა.

ბრალის ფორმულირების მიხედვით, საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. წაყენებული ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში ,თუ უკრაინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას მოახდენს და მას ქართული სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს, ექსპრეზიდენტს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წაყენებული 3 ბრალიდან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ყველაზე მაღალ სასჯელს ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×