რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი)საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. კვირიკაშვილი დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას,სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×