რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი)საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მმართველი გუნდი ოთხი პუნქტის ჩასწორებას გეგმავს. მათ შორის, უმრავლესობა გააუქმებს ე.წ. ბონუსების სისტემას, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვებს საარჩევნო ბლოკების ფორმირებას.

კიდევ 2 ცვლილება კი, ტექნიკური ხასიათის იქნება, კერძოდ, ჩასწორდება რწმენის თვისუფლების შესახებ მუხლი და დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი.

ოპოზიციას პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია აქცია სათამაშოდ, რომელიც დაშალა და ვეღარ ააწყო.

მიღებიდან ორი კვირის შემდეგ კონსტიტუციაში კვლავ ცვლილებების შეტანას უპრეცედენტოს უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×