რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი) თიანეთში მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური მმართველი გუნდის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს და ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნას პასუხობს. ქიტესაშვილის მტკიცებით, ოლქში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

თამაზ მეჭიაური ამტკიცებს, რომ საკრებულოს წევრებზე „ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

„თუ მაინცდამაინც მიაჩნიათ, რომ არ ასახავს სრულად და სწორად როგორც პარლამენტში წარმომადგენლობა, ასევე მერის და ასევე, საკრებულოს ლეგიტიმაცია ამომრჩეველთა ნებას, დათმოს საკრებულომ თავის უფლებამოსილება და მე კაცურ სიტყვას ვაძლევ, მეც დავთმობ ამ უფლებამოსილებას და ვთხოვ მერე „ქართულ ოცნებას", სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები," - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაური აღნიშნავს, რომ არჩევნების ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში ბრძოლა უთანასწორო იქნება, რადგან, მეჭიაურის თქმით, „ქართულ ოცნებას" აქვს დიდი ფინანსური რესურსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×