რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი)ჟურნალისტი და უფლებადამცველი ეკატერინა გორდონი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, - ამის შესახებ მან ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„სავარაუდოდ, მე ვიქნები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებელი კანდიდატი".

მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ პროგრამაში აქცენტს სწორედ ქალებისა და ბავშვების უფლებებზე გააკეთებს, ვინაიდან ამ სოციალურ ჯგუფებს კანონი საერთოდ არ იცავს.

„მე მამაკაცების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩვენ ვართ მარტოხელა დედების ქვეყანა, რომელთა ბედიც არავის აინტერესებს", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ,რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×