(რეზონანსი) სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე, ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. 33 წლის ჭანტურიას მარცხენა ხელის ამპუტაუცია დასჭირდა.
სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არ ეუბნებიან, რა მოხდა ჯარში.
"ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე".
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.