(რეზონანსი)კომერციულ ბანკებში დღეის მონაცემებით ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.63 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის ფასი დღეს დილიდან სვაალუტო ბაზარზე 5 თეთრით დაეცა. კურსი 2.58-დან 2.63 ლარამდე ავიდა. ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს 17:00 საათისთვის დაადგენს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მთავრობას კარგი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, რომელიც მოიწონეს როგორც ქართველმა ექსპერტებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმაც. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ის ვერ ხედავს ამ პროცესში ეროვნული ბანკის ჩართვის საჭიროებას:
„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ყველა ანგარიშში არის ნახსენები, რომ მთავრობას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს ქვეყანას იმისათვის, რომ მიიღოს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად ამ წარმატებული პოლიტიკის შედეგია, რომ მიმდინარე წელს ქვეყანას სუვრენული რეიტინგი აუწიეს. ეროვნული ბანკი უკეთესად ხედავს პროცესებს, აქვს უფრო მეტი ინფორმაცია და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს იმ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ მივცემ რჩევას ეროვნულ ბანკს რჩევებს როდის რა ინსტრუმენტებით იმოქმედოს", - აცხადებს კაკაურიძე.