რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი)ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა ხოსე მანუელ მასამ ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais იუწყება.

ესპანეთის გენერალური პროკურორის განმარტებით, სარჩელი შეტანილია კატალონიის მთავრობისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც კენჭი უყარეს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას.

ხოსე მანუელ მასას თქმით, ამ მომენტისთვის ის არ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას.

როგორც მან აღნიშნა, პირები, რომელთა წინააღმდეგ სარჩელია შეტანილი, ესპანეთის კონსტიტუციის სრული დარღვევით მოქმედებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×