რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი) გიორგი გოგაძის განცხადებით,პროკურატურა ყველაფერს გაკეთებს იმისათვის,რომ ყველა დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხზე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურას რომ არ ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი, საექსტრადაციო მოთხოვნას არც გააგზავნიდა.

"მივმართეთ სამჯერ უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ღონისძიებებს. შესაბამისი საფუძვლები რომ არ არსებობდეს, რა თქმა უნდა, არ გავაგზავნიდით. იქ იყო მოქალაქეობის მოტივი, რა მოტივიც აღარ არსებობს. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა ის პირი, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა გოგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×