რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი) 85 წლის ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე ათენში 7 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულებმა ყაჩაღობის მიზნით 85 წლის მოხუცის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და დიასახლისი სასტიკად აწამეს.

დაზარალებულის თქმით, ის ნიღბიანმა პირებმა საწოლზე დააბეს, სცემეს და ცხელი უთოთი წამება დაუწყეს. ქალმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მას ნაჭრით პირი აუკრეს და ცხვირში რამდენჯერმე ჩაარტყეს. თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×