რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი)ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას, რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა უწყებამ, არაერთხელ დაიცვა სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან მომდინარე საფრთხეებისგან.

ბიბილოვის თქმით,ცხინვალის რეგიონმა არაერთხელ გააუვნებელყო საქართველოს მხრიდან წამოსული საფრთხეები სამხრეთ ოსეთის მიმართ.

ბიბილოვის თქმით,საქართველოს ჯერ კიდევ არ სურს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა და იმ რეალობის აღიარება, რომ სამხრეთ ოსეთი აღიარებული რესპუბლიკაა და ფაქტობრივად საქართველოს ნაწილი არც არასდროს ყოფილა. ამასთანავე ,ბიბილოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს, თუმცა საქართველომ ამისთვის რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს , ერთ-ერთი კი ძალისგამოუყენებლობაზე მემორანდუმის ხელმოწერაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×