რეზონანსი
30.10.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის" კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

"მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით".

შეგახსენებთ,საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. ფეხბურთელის ამ ქმედებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა" მოითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×