რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) „ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან მორიგ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები დამნაშავე პირების დასჯას და მათთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

მათ მიაჩნიათ, რომ შენობაში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც იმყოფებოდა.

ხატიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მთავარმა პროკურორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×