რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) საახალწლო ილუმინაციები წელსაც თბილისის მხოლოდ რამდენიმე გარეუბანში დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ნარმანიას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რომელი გარეუბნები განათდება საახალწლოდ.

"საახალწლო ილუმინაციები ნაწილობრივ იქნება გარეუბნებშიც, მთლიანად ვერა. როგორც წესი, დედაქალაქის მზადება საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისიდან იწყება. პირველ ეტაპზე დაიწყება ჩვენ ბაზაზე არსებული ილუმინაციების ერთი ნაწილის მონტაჟი, შემდეგ, ჩამოვა ახალი ილუმინაციები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები", - ამბობს ნარმანია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×