(რეზონანსი) საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის ვიზიტი უკვე დაიწყო.
კალიულადი თბილისში მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზმესმენები შედიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ელჩები დახვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
კალიულაიდი საქართველოში სამი დღით ჩამოვიდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
ესტონეთის პრეზიდენტი ასევე, დაესწრება ორი ქვეყნის ბიზნეს-ფორუმს, აგრეთვე მოინახულებს წეროვანსა და ხურვალეთში მცხოვრებ მოსახლეობას.