რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21-წლამდე იზრდება. კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

პროექტით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლის და თამაშის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს 21-წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 18 წლამდე.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება, ან მონაწილეობა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×