რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავის ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი, - განაცხადა დედაქალაქის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის კომენტირებისას. ინფორმაციას ამის შესახებ „პირველი არხი" ავრცელებს.

კალაძისთვის გაუგებარია მოთხოვნა, კაშია ნაკრებიდან რატომ უნდა გაირიცხოს.

"მარტივი კითხვა მაქვს, რატომ უნდა გაირიცხოს და რა დააშავა კაშიამ", - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×