რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფრანგულ-გერმანული ტელეკომპანია "არტე" საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, "არტეს" გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვია.

ფილმზე ფრანგი ცოლ-ქმარი, მარი არნო და ჟაკ დები მუშაობენ.

დოკუმენტური ფილმი, რომელშიც საქართველოს სამონასტრო ცხოვრება იქნება აღწერილი, 2019 წელს გამოვა. ფილმში საქართველოს გარდა ევროპის 20 ქვეყანის სამონასტრო ცხოვრება იქნება აღწერილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×