რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მოსმენა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

მისივე თმით, ამ დრომდე, მღებრიშვილთან კონრეტული თემებისა და თარიღის შეთანხმება მიმდინარეობს.

"ჩვენ ახლა ვათანხმებთ დროს და თარიღს. მინისტრის მხრიდან ველოდებით ანგარიშს, ამავე დროს ახალ კონცეფციას და მოსმენას რეფორმაზე, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. მინისტრის მოსმენა კომიტეტში შედგება. დასტური გვაქვს. ახლა ვათანხმებთ თარიღს", - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას ინფორმაციით, მღებრიშვილის პარლამენტში მისვლა მხოლოდ ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×