რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზებაა, რომ თალაკვაძემ ვიცე-მერის პოსტი დაიკავოს.

რამდენად სარწმუნოა აღნიშნული ინფორმაცია და დათანხმდება თუ არა თალაკვაძე დედაქალაქის ახლად არჩეული მერის შეთავაზებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×