(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სერიოზული დარღვევეის გარეშე ჩატარდა.
„დაახლოებით 10 დღის წინ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარები დააწესოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების 21 ოქტომბერს გაიმართა.