(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, თუ ყველა მოქალაქის უფლებები დაცული არ იქნება, ქვეყანა არ იარსებებს.
„თუ ყველა ადამიანისა და მოქალაქის უფლებები დაცული არ იქნება, არ იარსებებს ქვეყანაც. ყველა ადამიანი, ვისაც თავისუფლების, როგორც უმაღლესი ღირებულების სჯერა, ვალდებულია, მეორე ადამიანის თავისუფლება დაიცვას. ეს ასეა საქართველოში, ეს ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლების სიმაღლე საბოლოოდ მიღწეული არასდროს არ არის, არამედ მას თითოეული მოქალაქის ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის მთავარი ვალდებულებაა, ამ ღირებულებას ემსახუროს", - განაცხადა პრეზიდენტმა", განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა გურამ კაშიას საკითხთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გუშინ გააკეთა. სადაც განაცხადა, რომ მისთის კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.