(რეზონანსი) ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო და ახალი წარმატებების მისაღწევად ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. აღნიშნულზე ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ჩვენ ახლო მეგობრები და მოკავშირეები ვართ. გარწმუნებთ, ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალშიც კახის გვერდით ვიყო და ახალი წარმატებების მისაღწევად ვითანამშრომლოთ. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა და შთამბეჭდავი პროექტები განახორციელოს", - განაცხადა თალაკვაძემ.
არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტის დაკავება შესთავაზა.
ცნობისთვის, თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.