რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი)ადვოკატის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებული ექვსი პირი ნაცემია. როგორც დაკავებულების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განაცხადა, დაკავებულებიდან ორი, ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე ამ დრომდე საავადმყოფოში არიან.

ადვოკატის თქმით, სასამართლო მათ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს იმსჯელებს. მისივე განცხადებით, ყველა დაზიანება შესაბამის ოქმებშია დაფიქსირებული.

„ლადო სადღობელაშვილი პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, გიორგი ჭელიძე კი იზოლატორიდან გადაიყვანეს ჰოსპიტალში. კადრებში, სავარაუდოდ, ჩანს, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ,საპატრულო პოლიციამ გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×