რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი ჩვენების მისაცემად დაიბარა.

ამის შესახებ ნათქვამია ესპანეთის ეროვნული სასამართლო კოლეგიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და მთავრობის ყოფილი წევრები სასამართლოში 2 და 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდნენ. გარდა ამისა, მათ გირაოს სახით 6,2 მილიონი ევრო უნდა შეიტანონ.

ესპანეთის გენერალური პროკურატურა მათ ბრალს ამბოხებაში სდებს. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილები უარს განაცხადებენ სასამართლოში გამოცხადებაზე, პროკურატურამ შესაძლოა მათი დაკავება მოითხოვოს.

აღსანიშნავია, რომ კარლეს პუჩდემონი ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×