(რეზონანსი)ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება. სასამართლოში საბადრაგო სამსახურის მიერ წარდგენილია წერილი, სადაც აბესაძე აცხადებს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურს პროცესში მონაწილეობა. თუმცა, მოსამართლის განმარტებით, საბადრაგო სამსახურს განმარტებული აქვს, რომ დოკუმენტს არ ერთვის თან ექიმს მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლოში გადაყვანა არ არის მიზანშეწონილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ბრალდებულის ამ განცხადების გამო სხდომის გადადებას ითხოვენ მისი ადვოკატები. როგორც ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა აღნიშნეს, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ აბესაძე არ აპირებდა სასამართლოში გამოცხადებას და უცნობია რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
გარდა ამისა სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობით სასამართლომ უნდა გამოარკვიოს არის თუ არა ბრალდებული თანახმა მისი ინტერესები აღნიშნულმა ადვოკატმა დაიცვას.