რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა, რაც ქვეყნის ხელისუფლების ჩამოშლის წინაპირობაა.

„სრული სისულელეა, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა, არც თავი აქვთ და არც შემსრულებლები ჰყავთ. უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლების ბოლომდე ჩამოშლის პროცესი. რეალურად აქ შევარდნაძის ეპოქაა, რადგან პრაქტიკულად ყველა უწყება თავისთვის არის".

„იმაზე არ უნდა ვითვალოთ დღეები, მე როდის დამიჭერენ ან მომიტაცებენ, არამედ იმაზე, თუ როდის ჩამოიშლებიან და ესენი ჩამოიშლებიან მალე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×