რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) მეჭიაურის განცხადებით, გამგეობას აუდიტის მეშვეობით გადაიბარებს და იმდენს გააკეთებს, ზაქარა გამოთხრის ბორკილებს.

როგორც მეჭიაური ამბობს, ამ წუთებშიც კი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე თიანეთში ზეწოლა მიმდინარეობს, რომ როგორმე არჩევნების შედეგები შეიცვალოს.

„გართულება რომ მოსალოდნელია, ფაქტია. ქუცნაშვილი ყველა საშუალებას იყენებს, რაზეც ხელი მიუწვდება; ისეთებსაც კი, რომლებმაც შეიძლება პროკურატურამდე მიიყვანოს, როგორც კომისიის თავმჯდომარე და ზოგიერთი წევრი, ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ გამგეობის თანამშრომლები. თავის გადარჩენის მეტზე არაფერზე ფიქრობენ"

„რაც შეეხება კონკრეტული ზეწოლის ფაქტებს, რაღაც ახალი მოიგონეს კიდევ, რომ თითქოს 6 ბიულეტენია დაკარგული სადღაც, რაც ყოფილი გამგებლის პირით გააჟღერეს. ვიცი, რომ ახლაც იქ ბრძანდება ლელა ქიტესაშვილი და მიდის კომისიის წევრების დამუშავება".

კომისიები როგორც უბნებზე, ასევე საოლქოში მათი იყო. თუ არის ბიულეტენები დაკარგული, ეს გატანილი იქნება ე.წ. კარუსელებისთვის, რასაც მათ გარეშე ვერავინ გააკეთებდა. ბიულეტენებსაც ისინი აძლევდნენ, ბეჭედსაც თვითონ არტყამდნენ და კონვერტსაც თვითონ ყრიდნენ ურნაში, ბოლოს კი თვითონ აჯამებდნენ ყველაფერს. პროცედურა მათ ხელშია გავლილი", - განაცხადა მეჭაურმა.

მისივე შეფასებით, ის, რაც თიანეთში ხდება, „ზაქარია ქუცნაშვილის თამაში და მის მიერ დადგმული სპექტაკლია".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×