რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) „ვიცით, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის პოზიტიური, გვაქვს დაგროვილი გამოცდილება, რომ მსგავს მერყეობას მოყვება სტაბილურობა და ლარის კურსის გამყარება". - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, კურსის ცვალებადობა მართლაც დამოკიდებულია მოლოდინებზე.

"დარწმუნებული ვარ, წელს ლარის კურსის მერყეობა გადალახული იქნება კიდევ უფრო რბილად. მე მესმის, რომ ლარის კურსის მერყეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებთან, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ის მომენტი, რომ ლარის კურსი ბოლო წლებში სტაბილურად გარკვეული დროის შემდეგ მყარდება. წელსაც იგივე ეფექტი იქნება ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×