რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი)აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრებაზე განკარგულება გასცა.

„ახლახან გავეცი განკარგულება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, რათა უფრო გაამკაცრონ ლტოლვილების მიღების პროგრამა"- ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ,ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის აღდგენა მოხდება, თუმცა 11 ქვეყნიდან მოქალაქეების შერჩევის პროცედურები გაამკაცრა. აღნიშნული პროგრამა 120 დღის განმავლობაში იყო შეჩერებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×