რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთში აგრესიული განვითარების პერიოდები და შედარებით კონსტრუქციული პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება, ამიტომ, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველო ისტორიულ მომენტს უნდა დაელოდოს,რომლის მაგალითადაც ბერლინის კედლის დანგრევა მიაჩნია.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ბერლინის კედლის დაცემა იყო მომენტი, როდესაც ევროპელებს გაუჩნდათ შანსი ხელოვნურად გავლილი საზღვრები მოეშალათ. მავთულხლართები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბერლინის კედლის ანალოგია."

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ზომებს მიმართავს საქართველო ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხში სიფრთხილე და მოთმინებაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×