რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი)"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, რის შემდეგაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სადღობელაშვილი ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართული აქციისას დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს.

მისი განცხადებით,პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული.

"შს მინისტრის, მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ დარბევა, წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ე.წ. პეტარდები ისროლეს.

"დაახლოებით 300-მა ადამიანმა ისროლა შუშხუნები ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით და მხოლოდ 7 კაცი ვართ დაკავებული. ჩვენი დაკავების სხვა მიზეზია. ვინც ცოტა ნეგატიურად ვიყავით განწყობილები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, იმ ადამიანების მიზანმიმართული დაკავება მოხდა გუშინ. კობიაშვილმა მოიხმო შსს იმის გამო, რომ არ ესიამოვნა ის ფაქტი, რაც ეროვნული ნაკრების ყოველ თამაშზე ხდება. თამაშებზე ანთებენ შუშხუნებს, აფეთქებენ ამ ე.წ. პეტარდებს და ამის გამო ვინმეს აკავებენ? კობიაშვილს არ ესიამოვნა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ გურამ კაშიას და ფეხბურთის ფედერაციის ლგბტ პროპაგანდა", - აღნიშნა სადღობელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×