რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი)უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი ალექსანდრ ავაკოვი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინული სააგენტოები წერენ, ალექსანდრ ავაკოვი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის შვილის დაკავება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014-2015 წლებში დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის ზურგჩანთების შესყიდვის საქმეს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×