რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.

„ჩვენ ვართ ახლო მეგობრები, მოკავშირეები. გარწმუნებთ, რომ ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თანამშრომლებისთვის. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ რომ ის წარმატებით შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის პროგრამა და ის პროექტები განახორციელოს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავაცანით საზოგადოებას,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ,არაოფიციალური ინფორმაციით, კალაძემ თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტის დაკავება შესთავაზა, თუმცა უმრავლესობის ლიდერისგან უარი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×