(რეზონანსი)საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დააკავოს და მისი საქართველოში ექსტრადირება მოახდინოს. განცხადება სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში გააკეთა.
"ახალი ძალების" ლიდერის თქმით, უკრაინის პროკურატურამ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება უკვე დაიწყო.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება მხდალია და ის ყველაფერზე არის ხელის მომწერი.
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ივანიშვილის მოლაპარაკებით წაუცდათ ხელი ჩემს მოტაცებაზე, ჩვეულებრივი პროცედურებით ეგენი ვერ გადამცემენ.ერთადერთი გზაა რომ მომიტაცონ, მტაცონ ხელი და ჩამტენონ თვითმფრინავში. თუ ასე გამიკეთეს,არ ვაპირებ საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და ლუღლუღს,ვაპირებ ბრძოლას,"-განაცხადა სააკაშვილმა.