რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა. სასამართლოს დღეს „ქართული მარშის" წევრების ადმინისტრაციულ სასჯელზე უნდა ემსჯელა.

საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. „ქართული მარშის" წევრები საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

„ქართული მარშის" წევრების მტკიცებით, სასამართლო სხდომათა დარბაზში პოლიციელები კადრებს ფარულად იღებდნენ.

შეგახსენებთ,აქციის წევრები საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×