რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კიევში ამინა ოკუევას მკვლელობაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. სოციალურ ქსელ Telegram-ით გავრცელებულ განცხადებაში კადიროვი ამბობს, რომ რუსული კვალის ძებნა ოკუევას მკვლელობაში "დროის უქმად ფლანგვაა."

„კიევში ძალიან კარგად იციან, რომ ოკუევა მშობლიურმა სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს", - წერს კადიროვი.

შეგახსენებთ,30 ოქტომბერს კიევში ჩეჩენ ცოლ-ქმარს ადამ ოსმაევს და ამინა ოკუევას თავს უცნობი პირები დაესხნენ თავს, სროლის შედეგად ოკუევა დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×