რეზონანსი
01.11.2017

  (რეზონანსი)რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის არმიამ სირიაში ქალაქ დეირ-ეზ-ზორში მდებარე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები და ობიექტები დაბომბა. იერიში ზღვიდან განხორციელდა.

სამხედროებმა წყალქვეშა გემიდან კალიბრის ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. შედეგად, ტერორისტების ბანაკი, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო საშუალებების საწყობი განადგურდა.

ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ქალაქში სირიის სამთავრობო ძალებიც უტევენ. რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის არმიამ რამდენიმე რაიონზე კონტროლი აღადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×