(რეზონანსი)რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.
საკითხს ბრალდებულის ადვოკატი,გიორგი ჩივიაშვილი პასუხობს:
„მისჯილი სასჯელიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება,პროცედურულად თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განიხილავს ამ საკითხს და მათზეა დამოკიდებული,დადებითად დაკმაყოფილდება თუ არ ააღნიშნული საკითხი.წესით,მერაბიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეყილება პირველივე ჯერზე უნდა იქნეს მიღებული,თუ არადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მომდევნო ექვსი თვის შემდეგ გააკეთებს ასეტივე განაცხადს."