რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი)თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-ს დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

„საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ,თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×