რეზონანსი
01.11.2017

 (რეზონანსი) უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 თებერვალს ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ' საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით.

„აღსანიშნავია, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე ვადით", - აცხადებენ პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×